ბინძური ბლოგი

ცხოვრება, რომელიც მე არ მეკუთვნის

მახსოვს პატარაობაში მეზობლის ბიჭს ჭიდაობისას სპეციალურად ვეხახუნებოდი გარკვეულ ადგილებზე, ხან ტუჩებში ვკოცნიდი და რომ მეკითხებოდა თუ რატომ ვაკეთებდი ამას, არ ვიბნეოდი: იმიტომ რომ მინდა გამოვცადო როგორია, აბა დიდები რომ კოცნაობენ კარგია მეთქი?!

მე სულ ასეთი ვიყავი.

დაბადებიდან.

არ ღირს იმაზე საუბარი, თუ რაოდენ რთული იყო პირველ რიგში საკუთარ თავთან ამის აღიარება 13-14 წლის ასაკში… განსაკუთრებით იმიტომ რომ ექსტრემალურად მასკულინური სოციუმით ვიყავი (ვიყავი რა, ვარ და ვართ) გარშემორტყმული, სადაც ქალის სინაზესაც კი ამრეზით უყურებენ, არათუ ბიჭის, ბიჭის რომლის დაბადებისას მამამ ჟანგიანი თოფიდან გაისროლა, საძმო დაპატიჯა და კარგად გამოთვრა.

მამამ ფარული ომი მაშინ გამომიცხადა როდესაც დედაჩემის სამკაულებით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით, სარკის წინ მდგარს შემომისწრო. იმ მომენტში არაფერი უთქვამს, თუმცა ეს დუმილი ბევრად ავისმომასწავებელი და საშიში იყო, ვიდრე ვთქვათ თავში წამორტყმა და ჭკუის დარიგება. ამ დღის შემდეგ ის ჩემი დაუძინებელი მტერი და მთავარი კრიტიკოსი გახდა, რომელიც ყოველდღიურად გასაოცარი ეპითეტებით მამკობდა, ზოგჯერ უმნიშველო რამის გამო, ხანდახან უმიზეზოდ… ყოველთვის მეზიზღებოდა მამაჩემი.

მეგონა დედაჩემს ვუყვარდი, იმდენად ვუყვარდი რომ ზურგს არასდროს შემაქცევდა… თურმე რა მწარედ ვცებოდი.

ყოველთვის გულჩათხრობილი და გარიყული ვიყავი, ბაღში, სკოლაში, სამეზობლოში თუ ნათესავებთან ურთიერთობისას… მამიკო დამეხმარა იმაში რომ საოცრად დავკომპლექსებულიყავი პატარაობიდან, ხმის ამოღებაც კი მრცხვენოდა ხოლმე, არაფერს ვამბობ იმაზე, როცა უცხო ადამიანების წრეში ვხვდებოდი. მერჩივნა მეხი დამცემოდა თავში, ვიდრე უცხოების წრეში აღმოვჩენილიყავი.

ასე ჩამოვყალიბდი იმად, რაც ვარ. და რა გგონიათ? გავბოროტდი? ცივი და დაუნდობელი გავხდი? არა! არ ვიცი ეს როგორ ან რატომ მოხდა, მაგრამ მძიმე ბავშვობამ პირიქით, უფრო სენტიმენტალური, გულმოწყალე და გულუბრყვილო გამხადა. საშინელი რომანტიკოსი, სიყვარულის და ბედნიერების მოტრფიალე, დაჩაგრულთა დამცველი, უსამართლობასთან ხმალამოღებული მებრძოლი, მაგრამ მაინც საკუთარ თავში ჩაკეტილი და მელანქოლიკი…

ყოველი ფილმის, თუ სერიალის ყურებისას, თავს მთავარი გმირის ადგილზე წარმოვიდგებდი ხოლმე, წარმოვიდგენდი რომ მიყვარდა და ვუყვარდი… ბევრი ოცნება არ დამჭირვებია, 17 წლისა უკვე ყურებამდე შეყვარებული ვიყავი… ამ გრძნობამაც ბევრი ტკივილი მომიტანა, მაგრამ ის ამად ღირდა. ყოველი დღე ღირშესანიშნავი გახდა, ცხოვრება გაფერადდა, სიცოცხლეს აზრი მიეცა… პეპლები და ის, ყველგან ისინი იყვნენ.

ამ ყველაფერმა ისე გამათამამა, მეგონა ჩვენ წინ მეორედ მოსული ქრისტეც ვეღარ აღგვიდგებოდა. ავდექი და შეყვარებული სახლში მივიყვანე და ჩემებს წარვუდგინე.

არ ღირს იმ დღის გახსენება. იმ წყეულ დღეს ყველაფერი ერთად დავკარგე. სიყვარული, იმედი, თვითრწმენა, მშობლების პატივისცემა, საკუთარი თავი…

მე დღესაც მიყვარს, მაგრამ ერთად აღარ ვართ. ის არ აღმოჩნდა მზად ჩვენი სიყვარულისთვის ებრძოლა. მე კი, როგორც ყოველთვის მთელ სამყაროს წინ აღვუდექი და ყველამ გადამიარა, ვინც კი მომწვდა, მაგრამ ეგ რა სახსენებელია იმასთან რაც საკუთარმა ღვიძლმა მშობლებმა გამიკეთეს. მათ საკუტარი თავი შემაზიზღეს – ჩემი თითოეული უჯრედი და მოლეკულა.

მე არ ვარ გარყვნილი. მე მხოლოდ სიყვარულზე ვოცნებობდი.

ხვალ ყველაფერს წერტილს დავუსვამ. სამყაროც გათავისუფლდება ასეთი ”უგვანო და მახინჯი არსებისგან”, მეც დავისვენებ და მშობლებსაც ავაცილებ სირცხვილსა და თავის მოჭრას. მათთვის მოსეირე ნათესავების, და მეზობლების შეხედულება ბევრად ღირებულია ვიდრე ჩემი სულიერი სამყარო, ჩემი განცდები და თავად მე.

მე იმისათვის დავიბადე რომ შემიზიზღონ.

This entry was published on აპრილი 24, 2012 at 12:27 AM and is filed under Uncategorized. Bookmark the permalink. Follow any comments here with the RSS feed for this post.

16 thoughts on “ცხოვრება, რომელიც მე არ მეკუთვნის

  1. მე, მე, მე, მე, მე მსხვერპლი, მე საცოდავი, მე ვეზიზღები, მე არ ვარ გარყვნილი, მე გამიმწარეს სიცოცხლე… ასეთი დონის ეგოიზმი თვითმკვლელობამდე მიგიყვანს.. ეგაა შენი პრობლემა. შენ თუ მაინც არაფერი გეშველება ჩამოიწერე თავი, დასაკარგი რა არის, შეეგუე რომ უბედურ დღეში იქნები მთელი ცხოვრება და სხვებისთვის განაგრძე ცხოვრება. ამ ნაბიჯს თუ გადადგამ, დამიჯერე, ნელნელა შენც უკეთ იგრძნობ თავს. ეგოიზმში განწირულები ვართ ყველანი, ერთმანეთისთვის თუ ვიცხოვრებთ კიდევ გვაქვს შანსი ამ ცხოვრებაში..

  2. რა სისულელეა, არ შეიძლება ყველას ეზიზღებოდე:)

  3. sanam rames gaaketeb, damireke 2345551 – keti!

  4. მე იმისათვის დავიბადე რომ შემიზიზღონ. guli metkina :s

  5. ara 🙂
    me gaswavli gzas, momwere.

  6. ჰეი, მესმის რა მძიმე მდგომარეობა გაქვს, ძალიან ძნელია მსგავს სიტუაციაში ყველაფერი, მაგრამ დამერწმუნე, არსებობს ბევრი ადამიანი ვისაც შეუძლია დაგიმტიკიცოს რომ ყველა არ არის ბოროტი და არ ახდენს ადამიანის სტიგმატიზირებას განსხვავებულობის გამო.
    შენ შეგიძლია შეიძინო ბევრი მეგობარი და მხარდამჭერი, რომლებიც გვერდში დაგიდგებიან ბოლომდე.
    არ დაბადებულხარ იმისთვის რომ შეგიზიზღონ, ყველა ადამიანი იმისთვის დაიბადა რომ უყვარდეთ, ამ წერილის მერე ბევრი გულშემატკივარი გამოგიჩნდა, მათ შორის მეც და ყველანი მზად ვართ, რომ დაგიმტკიცოთ, რომ შენს გარშემო შეკრებილი ადამიანების გამო წერტილის დასმა არ ღირს. შენ შეგიძლია იყო ბედნიერი, და რამდენად პატეთიკურადაც არ უნდა ჟღერდეს ვალდებულიც კი ხარ! იმიტომ რომ ყველა ბოროტ ადამიანს უნდა დაუმტკიცო რომ სიკეთე ყალბი ღირებულებებით არ იზომება და მხოლოდ ადამიანობა და სოლიდარობა არის გამოსავალი.
    ენ არ ხარ უგვანო და მახინჯი, შენ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, რომელმაც უნდა იცხოვროს, იყოს ბედნიერი, რომელიც უნდა უყვარდეთ და რომელსაც უნდა უყვარდეს, რომელმაც თავისი ოცნებების ასრულებისთვის უნდა იბრძოლოს და გაიმარჯვოს.
    ნუ მისცემ ყალბ და ბოროტ ადამიანებს შენი ბედის გადაწყვეტის უფლებას.
    კიდევ ერთხელ გიმეორებ, შენ ბევრი გულშემატიკვარი და მეგობარი გყავს, ნებისმიერ დროს შეგიძლია ნებისმიერ ჩვენგან მიმართო და დაგეხმარებით ყველაფერში.

  7. ძალიან გთხოვ, რამე სისულელე არ ჩაიდინო!
    შენ განსხვავებული ხარ და ეს სულაც არ არის ცუდი! მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრია ისეთი, მცირე განსხვავებულობაზეც რომ რიყავენ ადამიანს საზოგადოებიდან, მაგრამ ისეთებიც არიან, ვინც მიგიღებენ და შეგიყვარებენ!
    თუ სურვილი გაქვს დამიკავშირდი და ვისაუბროთ

  8. ჰაი, გამომეხმაურე როცა შეძლებ. უბრალოდ ერთი “გამარჯობაც” კი საკმარისია ამისთვის.

    გთხოვ არ დაიზარო და უბრალოდ ვისაუბროთ. არ გეკითხები არც სახელს და მითუმეტეს არც გვარს.

    nochura@gmail.com დიდი იმედი მაქვს, რომ გამომეხმაურები და კარგი მეგობრებიც გავხდებით 🙂

  9. გთხოვ, რამე სისულელე არ ჩაიდინო!
    უნდა იამაყო იმით, რაც ხარ, შენ განსხვავებული ხარ!
    ქართველები მცირე განსხვავებასაც კი აგრესიით უყურებენ, მაგრამ ყველა ასეთი არ არის, დამიჯერე! ძალიან ბევრია ისეთიც, ვინც გაგიგებს და მიგიღებს ისეთს როგორიც ხარ!

  10. შენ ხარ ადამიანი და მე მიყვარხარ!
    მშობლები გაგიგებენ აუცილებლად! სიყვარულია მთავარი და მე ვთვლი რომ შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ!

  11. სუიციდისთვის დრო მერეც გექნება. არ მოკვდე. ჯერ დაწერე კიდე რამე. ჟენეს მაგონებს.

  12. ვინაა ბლოგის ავტორი? რა წერტილი???
    შემზარა ისტორიამ, იმიტომ, რომ ახალი არაფერია მასში და ეს ყველა გეის განგვიცდია ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. ავტორო, გიჟივით გთხოვ, სისულელე არ ქნა. მარტო არ ხარ, შენს გარშემო უამრავი ადამიანი შეიძლება იყოს, ვინც მიგიღებს, შეგიყვარებს, დაგაფასებს და თავს ბედნიერად გაგრძნობინებს!

    ჩემზე ყველამ იცის, ოჯახმა, მეგობრებმა და პრობლემების პერიოდი გადავლახე საბედნიეროდ ახლა მათ ძალიან ვუყვარვარ და ყველა ჩემი გეი მეგობარი უყვართ. შენი საკონტაქტო დამიტოვე რამენაირად, ან აქ შემეხმიანე, ძალიან გთხოვ… პატარა ხარ და სულელური ნაბიჯი არ გადადგა… რა წერტილი, ხომ არ გასულელდი, ემოციებს არ აყვე.

    შემეხმიანე სკაიპში: just_solitaire დავილაპარაკოთ, დავმეგობრდეთ, ჩემს მეგობრებსაც გაგაცნობ და მიხვდები, რომ გარშემო უამრავი ადამიანია, ვისაც ეყვარები პირველ რიგში შენი ადამიანობის გამო, და ვისაც ეკიდება შენი ორიენტაცია…

    აუ არ ვიცი როგორ გთხოვო, რომ სანამ რამეს გადაწყვეტ, სისულელე არ ქნა, თუნდაც 1 საათით დამელაპარაკე. 1, მხოლოდ 1 საათით…

დატოვე კომენტარი